ვროცლავის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ცენტრი აცხადებს კონკურსს მოკლევადიანი საგანმანათლებლო კურსის „ზოგადი ხედვა, საუკეთესო პრაქტიკა“ მიღებაზე. კურსის ფარგლებში, კონკურსის წესით შერჩეულ მონაწილე ხუთ სტუდენტს ჩაუტარდება ლექციების კურსი ევროინტეგრაციის, თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის გამოწვევებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. მოკლევადიანი საგანმანათლებლო კურსი, მგზავრობის, განთავსებისა და სხვა ხარჯებს უზრუნველყოფს ვროცლავის უნივერსიტეტი.
პროექტში მნაწილეთა შერჩევა ეტაპები:
I - 17-22 იანვარი - ესეს კონკური (განაცხადთან ერთად ესე უნდა წარადგინოთ შემდეგ ელ. მისამართზე info.lscf@bsu.edu.ge
II - 23 იანვარი, ენების ცენტრი - ტესტირება ინგლისურ ენაში (B2 დონე)
III - 24 იანვარი - გასაუბრება
დანართი 1უკან |