იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ორმაგი დიპლომის ინგლისურენოვან პროგრამებზე თანამშრომლობის მემორანდუმი მიკოლას რომერის უნივერსიტეტთან

სურათი

2-6 სექტემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლევან ჯაყელი და დეკანის მოადგილე სალომე კარალიძე ოფიციალური ვიზიტით მიკოლას რომერის უნივერსიტეტის (ლიეტუვა) სამართლის სკოლაში იმყოფებოდნენ. აღნიშნულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა 2014 წლიდან დაიწყო, სწორედ თანამშრომლობის 10 წლის აღსანიშნავად განისაზღვრა თანამშრომლობის ახალი მიმართულებები. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ორ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ორმაგი დიპლომის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების განხორციელების თაობაზე -  საერთაშორისო და ევროპის ბიზნეს სამართლისა და საერთაშორისო სამართლის პროგრამების მიმართულებით. 

შეხვედრაზე დაიგეგმა ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და სადოქტორო პროგრამის შემუშავება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა