ბათუმში, სასტუმრო „ნიუ ვეის“ საკონფერენციო დარბაზში, პროექტის „ინკლუზიური მშვიდობა და უსაფრთხოება“ ფარგლებში, თავდაცვის და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს უძღვებოდნენ პროექტის მენეჯერი შორენა ლორთქიფანიძე, ბსუ-ს პროფესორი ირაკლი მანველიძე, ასისტენტ პროფესორი გიგა ფარტენაძე და მოწვეული ლექტორი, აჭარის უმაღლესის საბჭოს წევრი, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაში. სპიკერებმა გაანალიზეს „FFP-ის დოქტრინა“ და ფემინისტურ გაეროს რეზოლუციები, როგორც FFP-ის ოფიციალური დანერგვის წინამორბედი საერთაშორისო ურთიერთობების თეორიასა და პრაქტიკაში.
ტრენინგში მონაწილეობდენენ ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, საჯარო სექტორის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები.
საგარეო პოლიტიკისადმი ფემინისტური მიდგომა ჩამოყალიბდა გასული საუკუნის მანძილზე აკადემიურ წრეებში, სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო ხელისუფლების სივრცეში. საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში ეს შედარებით ახალი მიდგომა - ფემინისტური საგარეო პოლიტიკა (შემდგომში FFP) კი მოითხოვს ეროვნულ დონეზე მეცნიერულ და პრაქტიკულ გააზრებას. ეს კონცეფცია დაფუძნებულია თანამედროვე პოლიტიკური რეალობის ახალი გამოწვევებით - საერთაშორისო კონფლიქტებით.
უკან |