ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფაკულტეტის პროფესორმა ირაკლი მანველიძემ და ასისტენტ პროფესორმა გიგა ფარტენაძემ პროექტის: ინკლუზიური მშვიდობა და უსაფრთხოების ფარგლებში ჩატარეს საჯარო ლექციები თემებზე: „ფემნისტური საჯარო პოლიტიკა“ და „ფრმინიზმი და ახალგაზრდობა“. სპიკერებმა აკადემიურ, მოწვეულ პერსონალსა და სტუდენტებს გააცნეს ფემინიზმისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების სხვადსხვა ასპექტი. მომხსენებლებმა საუბრისას ყურადღება გაამახვილეს ქალების უფრო დიდ წარმომადგენლობაზე საგარეო პოლიტიკაში, სამშვიდობო პროცესებსა და პროექტებში, ქალებისა და უფლებების, როგორც ცალკეული ხაზის ჩართვაზე სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკურ მიზნებში. სალექციო თემები ითვალისწინებდა ფემინიზმის ეროვნულ და რეგიონულ ანალიზს საჯარო პოლიტიკის კონტექსტში.
უკან |