ბსუ-ს სტუდენტებმა: ლუკა შანიძემ, ბესო შალამბერიძემ და ნინო მარდალეიშვილმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის მიერ დაორგანიზებულ IHL, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში. 2024 წლის 1-8 აპრილის ინტერვალში მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ საკითხებზე. შეჯიბრში რეგისტრირებული 60-მდე გუნდიდან შემდეგ ეტაპი გადავიდა 6 საუკეთესო გუნდი, რისთვისაც პროექტის ორგანიზატორებმა შემთხვევითობის პრინციპით გუნდებს შეურჩიეს საერთაშორისო სამართალთან დაკაშირებილი თემები. ბსუ-ს სტუდენტებისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა წარმატებით შეასრულა დავალება და ფინალურ ეტაპზე გადავიდა.
ფინალური ეტაპი გაიმართა 6-7-8 ივნისს ყვარლის სასწავლო ცენტრში. ფინალისტმა გუნდმა მიიღო უდიდესი გამოცდილება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კუთხით. საფინალო აქტივობები მოიცავდა როლურ თამაშებს, იმიტირებულ პროცესებს ზოგადი ცოდნით საერთაშორისო სამართალში. კონკრუსის დასკვნით ეტაპზე მათ რამდენჯერმე მოირგეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ექსპერტის, ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის ექსპერტობის Levée en masse პირების, წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლობის როლები და შეასრულეს გარკვეული დავალებები.
უკან |