იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სამართალმცოდნეობის პროგრამის IV კურსის სტუდენტებმა სამართლებრივი გაკვეთილები ჩაატარეს თემაზე: „კონსტიტუცია და დემოკრატია“

სურათი

ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „აჭარის რეგიონში პრაქტიკული სამართლის და კონსტიტუციური მართლმსაჯულების სწავლების ხელშეწყობა“. პროექტის ფარგლებშიც სამართალმცოდნეობის პროგრამაზე დაინერგა პრაქტიკული სამართლის და კონსტიტუციური მართლმსაჯულების კლინიკური სწავლება. სამართალმცოდნეობის პროგრამის IV კურსის სტუდენტებმა პრაქტიკული სამართლის კლინიკის კოორდინატორის, ცირა კომახიძის ხელმძღვანელობით, 2024 წლის 2-11 აპრილს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის, ახალშენის N1, დაბა მახინჯაურის და ჩაქვის N1-ლი საჯარო სკოლების X-XI კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარეს სამართლებრივი გაკვეთილები თემაზე: „კონსტიტუცია და დემოკრატია“. 

პროექტის მიზანია  სტუდენტთა მიერ თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება. ასევე პროექტი ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სამართლებრივ და ინსტიტუციურ საკითხებზე, რაც თავის მხრივ, ითვალისწინებს საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა