საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ირაკლი ყანდაშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „მედიაცია - ახალი დავის გადაწყვეყის მექანიზმი/ახალი შესაძლებლობები“. მომხსენებელმა მსმენელებს გააცნო დავის გადაწყვეტის მექანიზმი მედიაცია, რომელიც სამოქალაქო კატეგორიის დავის მხარეებს აძლევს საშუალებას, მიმდინარე დავა დაასრულონ შეთანხმებით და კონფლიქტი ამოწურინ მათ ინტერესზე მორგებული ორმხრივად სარგებლიანი მათი (უშუალოდ მხარეების) მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. მედიაციის გამოყენებით დავის შეთანხმებით დასრულება მოდავე მხარეებს აძლევს შესაძლებლობას დაზოგონ დროითი და ფინანსური ხარჯი, დაზოგონ ადამიანური რესურსი და გააგრძელონ პირადი თუ საქმინი ურთიერთობა.
უკან |