იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მესამე მისიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ბათუმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

სურათი

ბსუ-ს მესამე მისიის ფარგლებში, ბსუ იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელის, მოწვეული ლექტორის,  ნარგიზ ცეცხლაძის ხელმძღვანელობით შეხვედრა გაიმართა ბათუმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. ნარგიზ ცეცხლაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა ბავშვთა უფლებებზე. მომხსენებლმა ყურადღება გაამახვილა ეროვნულ კანონმდებლობაში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ სიახლეებზე, ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმებზე, ბავშვთა შრომის უფლებებსა და საერთაშორისო აქტების საუკეთესო ინტერესების დაცვის საკითხებზე. ლექცია აგრეთვე შეეხო ადრეული ქორწინების უარყოფით შედეგებსა და მათი აღმოფხვრის გზებს.

იურიდიული კლინიკის აქტიურმა სტუდენტებმა, მარიამ სურმანიძემ, ზურა ჩოხარაძემ და თემო ქოქოლაძემ შეხვედრაზე წარადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით ბავშვთა სამართლებრივი მდგომარეობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ბავშვთა შრომის უფლებების დაცვის მიმართულებით. წარდგინებაში აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში მონაწილე სკოლის მოსწავლეები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პედაგოგები და უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტები, იურიდიული კლინიკის სტაჟიორები.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა