ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეულმა ლექტორმა, სამართლის დოქტორანტმა ცირა კომახიძემ სარფის საჯარო სკოლაში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ადამიანის ძირითადი უფლებებეი და უფლებათა დაცვის მექანიზმები“. მომხსნებელმა განიხილა საქართველოს 1921 და 1995 წლის კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებები და მათი არსი. ცირა კომახიძემ ასევე ისაუბრა უფლებათა დაცვის მექანიზმებზე, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოების, სახალხო დამცველისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უფლებამოსილებებზე.
უკან |