
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ მეტი საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების (PCJ) და სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის შესახებ საინფორმაციო სესიიდან, რომელსაც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტი თიმ ბუნიევაცი უძღვებოდა.
აჭარის რეგიონში აკადემიური, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლოების შესაძლებლობების გაძლიერება არის USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი ბათუმში სამართლის უზენაესობის ჰაბის შექმნის დღიდან.
ექსპერტმა მიმოიხილა სხვადასხვა ქვეყნის სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის წარმატებული პრაქტიკა და მონაწილეებს გააცნო PCJ-ის ცნებები და თეორია. თიმ ბუნიევაცმა მონაწილეებს ასევე ესაუბრა სასამართლოების იმ წარმატებული ღონისძიებების შესახებ, რომელიც ზრდის სასამართლოების მიმართ საზოგადოების ნდობას.
უკან |