
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა თემაზე: „ევროპა, საქართველო და ჩვენ“. ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე სპიკერებად მოწვეულნი იყვნენ დარგის კომპეტენტური პირები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები და ორგანიზებას უწევდა ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი გიგა ფარტენაძე.
უკან |