
რეჯიო კალაბრიოს უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო დისკუსია გაიმართა თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე გამოწვევები“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და იტალიის რეჯიო კალაბრიოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. ასოცირებულმა პროფესორმა ანგელო ვიგლიანისი ფერარომ ისაუბრა სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე, კერძოდ, ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებაზე, საზაფხულო სკოლების ორგანიზებასა და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებაზე.
უკან |