
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლევან ჯაყელი, ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე და მოწვეული სპეციალისტი ნიკოლოზ მეგრელიშვილი ესწრებოდნენ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გამართულ ტრენინგთა ციკლს. სასწავლო კურსი მოიცავდა ანტიდისკრიმინაციული სამართალის, თანასწორობის უფლების დაცვის სამართლებრივი მექანიზმებისა და შშმ პირთა უფლებების სამართლის აქტუალურ საკითხებს. ტრენინგები ჩატარდა USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.
უკან |