
კონცეფციის ,,დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის გზით“ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროსაბჭოს ფასეულობების თემატიკაზე საჯარო ლექციები ჩატარდა. ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი გორგილაძემ და ლექტორმა ზურაბ კვირკვაიამ მოხსენება ,,ევროპული ინტეგრაცია და საქართველო: გამოწვევები და მიღწევები“ წაიკითხეს, ხოლო ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ლელა თავართქილაძემ -,,ევროკომისიის საგრანტო პროექტები ბსუ-ში“.
2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანაა.
უკან |