
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სკოლა გაიმართა თემაზე: „საზღვაო სამართალის აქტუალური საკითხები“. პროფესორ-მასწავლებლებმა და დარგის სპეციალისტებმა სტუდენტებს ორი დღის განმავლობაში ისეთი აქტუალური საკითხები გააცნეს, როგორიცაა: საზღვაო სამართლის ძირითადი დებულებები (მიმართულებები, რეგულირების საგანი, სუბიექტები, სამართლის წყაროები) საზღვაო სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში, საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა საზღვაო სფეროში. საზაფხულო სკოლა Elsa Batumi-სა და ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.
უკან |