
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსმა მასწავლებელმა ინგა ცინცქილაძემ 8-12 აპრილს, პროგრამის Erasmus+-ის ფარგლებში ლექციები ჩაატარა პოლონეთში ნიკოლას კოპერნიკის სახელობის უნივერსიტეტში. ლექციები მოიცავდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ჭრილში და ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა, საერთაშორისო ურთიერთობები პოსტსაბჭოთა სივრცეში.
უკან |