
ევროპული მემკვიდრეობის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებების ფარგლებში აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ჩატარდა საჯარო ლექცია „ბათუმი - ქართული ევროპული ქალაქი“. მუზეუმის დირექტორმა სულხან ოქროპირიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და ევროპისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებს ისეთი აქტუალური საკითხი გააცნო, როგორიცაა XIX-XX საუკუნის მიჯნაზე ბათუმში მოქმედი საკონსულოები და ცნობილი ევროპელების კავშირები ბათუმთან. ლექციის მიზანი იყო სამუზეუმო ექსპონანტების და დოკუმენტების ჩვენებით ბათუმის როგორც ევროპული ქალაქის სახის წარმოჩენა.
უკან |