
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი მანველიძე და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბესო გოგოტიშვილი იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ. საკანონმდებლო ორგანოების წევრებმა ახალგაზრდებს ბსუ-ს რექტორთან ბატონ მერაბ ხალვაშთან და სამართლის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მიულოცეს 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება, საქართველოს კონსტიტუციასა და მასში განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სტუმრებმა შეხვედრის მონაწილეებს საჩუქრად გადასცეს ირაკლი კობახიძის ავტორობით გამოცემული უახლესი სახელმძღვანელო ,,კონსტიტუციური სამართალი“.
უკან |