
სტრატეგიული კომუნიკაციების სალექციო კურსის აქტუალურ საკითხებზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვორქშოფი გაიმართა. ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD-ის) წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე კურსის სტრუქტურა, ამოცანები, მიზნები, სახელმძღვანელო ლიტერატურა და სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს. ინოვაციური სასწავლო კურსი GCSD-ისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით და აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ინერგება. პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაცემა და სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება.
ვორქშოფი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |