
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი მანველიძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის მესამე საერთაშორისო ფორუმში: „შავი ზღვის რეგიონული და გლობალური ბირთვული წესრიგი“. ფორუმი მიზანად ისახავდა რეგიონში ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეწყობას, გლობალური და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებას.
ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: შავი ზღვის რეგიონის ბირთვული უსაფრთხოება და კონტროლის მექანიზმები; საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული ძალისხმევა ბირთვული ტერორიზმის საფრთხის შემცირებისთვის; ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირება და რეგიონში რუსეთის მიერ კონტროლირებად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.
უკან |