
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე აჭარაში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა. ღონისძიების მონაწილეები შშმ პირთა პრობლემებს, აქტუალურ საკითხებსა და არსებულ რეკომენდაციებს გაეცნენ. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დასაქმების, ინფრასტრუქტურული პრობლემების, ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობისა და შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას ორგანიზაციების: „შშმ პირთა უფებებისთვის“, „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“, შშმ პირთა დახმარების საინფორმაციო ცენტრის, „უსინათლოთა, ხმის, სარეაბილიტაციო ცენტრ „თანას“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უკან |