საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. საერთაშორისო ორგანიზაციის წარომადგენელი ახალგაზრდებს ისეთ აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა, როგორიცაა: ნატო-საქართველოს ურთიერთობები და მისი დინამიკა, შავი ზღვის უსაფრთხოება, ნატოს პრაქტიკული ჩართულობა საქართველოში და მიმდინარე პროექტები, ნატოს ბრიუსელის სამიტის შედეგები. ღონისძიების დასასრულს როზარია პუგლისმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
უკან |