თარგმანის ისტორიის ზოგიერთი პრობლემური საკითხის შესახებ -სლავისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ასმათ არძენაძე -- ჩატარების თარიღი 4.07.2018 ჩატარების ადგილი 412 აუდიტორია (საერთო საცხოვრებელი)
4 ივლისი 2018 წელი
თარგმანის როლი კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარებაში საყოველთაოდ ცნობილი და უდავოა. ამიტომაც, თარგმანი ბევრი სწავლულის, მწერლის, კრიტიკოსის, თარგმანის პრაქტიკოსისა და სხვა მომიჯნავე დისციპლინებში მომუშავე მკლევართა ინტერესს იწვევს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში კვლევებმა თარგმანის თეორიასა და პრაქტიკაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ჩამოყალიბდა თარგმანმცოდნეობის საბაზისო თეორიული კონცეფციების საკმაოდ მდიდარი ფონდი. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თარგმანმცოდნეობის, გარკვეული ნაწილი დარჩა არასაკმარისად შესწავლილი, ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი ნაკლებად გამოკვლეული და ახსნილი.
სრულად