In vitro კულტურის როლი მცენარეთა გაჯანსაღებაში - ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნანა ზარნაძე. 6.07.18. 12:00
მცენარეთა გაჯანსაღება და დაცვა ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, როგორც სოფლის მეურნეობისათვის, ისევე ზოგადად ბიოლოგიური დისციპლინებისათვის, ეკოლოგიისა და ყველა იმ სფეროსათვის, სადაც კი მცენარესთან გვაქვს საქმე. ბევრი სასარგებლო, სამკურნალ-წამლო, დეკორატიული და სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის მცენარეები ბუნებაში დასნებოვნებულია სხვადასხვა ვირუსული ბაქტერიული თუ სოკოვანი დაავადებით, რასაც უდავოდ მივყავართ მოსავლიანობის შემცირებასთან ან მოსავალის და პროდუქციის ხარისხის დაქვეითებისაკენ. მცენარეთა მიკროკლონური გამრავლება, რომელიც ხორციელდება სტერილური ექსპლანტების გამოყენებით კულტურაში იწვევს მცენარეთა გაჯანსაღებას ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებებისაგან, მეთოდებით. მცენარეების ვირუსებისგან გათავისუფლების ტრადიციული მეთოდებისგან ფუნდამენტურად განსხვავდება აპიკალური მერისტემის კულტურის მეთოდი, რადგან ჯანსაღი მცენარე-რეგენერანტების კულტივირებისას სტერილურ პირობებში ხელახალი ინფექციის რისკი და საშიშროება გამორიცხულია ვირუსისაგან თავისუფალი მცენარეთა წარმოების ტექნოლოგია მოიცავს მცენარეული მასალის დამუშავებას ვირუსის ინჰიბიტორებითა და მცენარეთა ზრდის სტიმულატორებით in vitro კულტურაში.
სრულად