ფიზიკის დეპარტამენტი, მომხსენებელი: ასოც. პროფ. ლალი კალანდაძე, სემინარის ჩატარების დრო და ადგილი: 27 მარტი, 13.00 სთ. აუდიტორია 208, სემინარის თემა: ანომალური მაგნიტოოპტიკური ეფექტები ნანოსტრუქტურებში,
10 ივლისი 2019 წელი
ტექნიკის განვითარება ითხოვს მაგნიტურ მასალებს სრულიად ახალი თვისებებით. ამიტომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ინტენსიურად მიმდინარეობს მაგნიტური ნივთიერებების ექსპერიმენტული და თეორიული კვლევა, რომელთა ბაზაზეც იქმნება ახალი, თანამედროვე მაგნიტური მასალები. ამ მიმართულებით ინტენსიური კვლევის ობიექტს წარმოადგენს მიკროსტრუქტურისა და შემადგენლობის ურთიერთგავლენის შესწავლა ნანოჰეტეროსტრუქტურების მაგნიტურ, მაგნიტო-ოპტიკურ და ოპტიკურ თვისებებზე. შესწავლილი მასალების ნანოკრისტალურ მდგომარეობაში გადასვლისას ხდება მისი თვისებების მნიშვნელოვანი ცვლილებები. შესაბამისად ისინი იძენენ მთელ რიგ განსაკუთრებულ თვისებებს: გიგანტური მაგნიტური წინაღობა, გიგანტური მაგნიტური იმპედანსი, ჰოლის ანომალური ეფექტი, ანომალური ოპტიკური და მაგნიტო-ოპტიკური ეფექტები და სხვ.
სრულად