ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ლოგოსა და სლოგანის კონკურსი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი აცხადებს ფაკულტეტის ლოგოსა და სლოგანის კონკურსს. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს. მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ საკონკურსო მასალა, როგორც ერთობლივად (ლოგო და სლოგანი), ასევე ცალ-ცალკე (მხოლოდ ლოგო ან მხოლოდ სლოგანი).

ფაკულტეტის ლოგოს კრიტერიუმები:
1) ლოგოს უნდა ჰქონდეს ოთხკუთხედი ფორმა;
2) დომინანტი ფერი უნდა იყოს ლურჯი;
3) ლოგოზე გამოსახული უნდა იყოს სიმბოლო, რომელიც ახასიათებს ეკონომიკას, ბიზნესს;
4) ლოგო უნდა წარმოადგენდეს ფაკულტეტის იდეასა და კონცეფციას;
5) ლოგო არ უნდა წარმოადგენდეს პლაგიატს.

ფაკულტეტის სლოგანის კრიტერიუმები:
1) სლოგანი უნდა იყოს ლაკონური და ინფორმაციული;
2) სლოგანი უნდა წარმოადგენდეს ფაკულტეტის იდეასა და კონცეფციას;
3) სლოგანი არ უნდა წარმოადგენდეს პლაგიატს.

ფაკულტეტის ლოგოსა და სლოგანს შეარჩევს და დაამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო. მასალების მიღების ბოლო ვადაა 25 მაისი.

მისამართი: ფაკულტეტის დეკანატი, ოთახი N413;  ელფოსტა:http://vladimer.ghlonti@bsu.edu.ge

გამოგზავნილ მასალებს უნდა დაურთოთ თქვენი:

1) სახელი, გვარი;
2) სპეციალობა, კურსი (სტუდენტებისათვის);
3) ლოგოს ან/და სლოგანის მოკლე აღწერა;
4) ლოგოს ესკიზი.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა