
22-23 აპრილს, ა(ა)იპ "ახალგაზრდა ბათუმელთა კავშირმა" ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელშეწყობით, ორი დღის განმავლობაში ტრენინგი გამართა საპარლამენტო ფორმატის დებატების ტექნიკაში სტუდენტებისთვის.
ტრენინგში 40-ზე მეტი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი მონაწილეობდა, მათ შორის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები. შეხვედრების დასრულების შემდეგ, 29-30 აპრილს გაიმართება სტუდენტური ტურნირი საპარლამენტო დებატების ფორმატში, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები და ტოპ-სპიკერები.
პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი აფინანსებს და მისი მიზანია სტუდენტებში დებატების კულტურის პოპულარიზაცია.
უკან |