
რომის საპიენზას უნივერსიტეტში ბიზნეს სისტემების ლაბორატორიისა (Business Systems Laboratiry BSLab) და სისტემების დინამიკის იტალიური ჯგუფის (SYstem Dynamic Italian Chapter SYDIC) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ვორქშოფი გაიმართა თემაზე: „მოდელზე დაფუძნებული მართვა ჭკვიანი ორგანიზაციული მომავლისთვის“ (Model-based Governance for Smart Organizational Future; http://bslab-symposium.net/BSLab-Sydic-2017/BSLAB-SYDIC-WS-Rome-2017.htm). უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტებმა ზეინაბ სურმანიძემ და ქეთევან ჭანიძემ ორდღიან ვორქშოფში სასტენდო მოხსენება „ტურისტული კომპანიების მართვის ეფექტიანი მოდელების ფორმირება საქართველოში - ლიტერატურის მოკლე მიმოხილვა“ (Effective models formation of travel companies’ management in Georgia – Short literature review) წარადგინეს, რომელიც ორმაგი რეცენზირების შემდეგ ელექტრონულად გამოიცა, მიენიჭა ISBN სტატუსი და განთავსებულია შემდეგ მისამართზე: http://bslab-symposium.net/BSLab-Sydic-2017/Book-Abstracts-BSLab-Sydic-2017-final.pdf.
უკან |