
გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „Finance and Economics Conference 2016“. სამეცნიერო სესიაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლემბა. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მურმან ცეცხლაძემ მოხსენება წარადგინა თემაზე: „საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი და ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივები ევროპასთან“, ხოლო ასისტენტ პროფესორმა ნინო კონცელიძემ - „ შემოსავლების უთანაბრობის შემცირება ეკონომიკური ზრდით საქართველოში“. სამდღიან კონფერენციაში 20-ზე მეტი ქვეყნის 33 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
უკან |