
1 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აჭარის ა/რ მთავრობის, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: “საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები და მისი სრულყოფის გზები.”
შეხვედრის მიზანი იყო აკადემიური და სამეცნიერო წრეების მნიშვნელობისა და პოზიციის გაზიარება და რეგიონის განვითარების სტრატეგიის ძირითადი ასპექტების განხილვა. მრგვალ მაგიდაზე აჭარის ა/რ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე მოხსენება წარმოადგინა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ. ასევე, მოხსენებით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იაშა მესხია.
შეხვედრას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრები და აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა. ეკონომიკური რეფორმების სრულყოფის მიმართულებით შეიმუშავეს და მიიღეს რეკომენდაციები.
უკან |