
2016 წლის 19 იანვარს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ,,მენეჯმენტის“ სპეციალობის (minor) IV კურსის სტუდენტებმა: თინათინ შავლიძემ, ლელა ფაღავამ, მარიკა ზოსიძემ, თამარ კაკაბაძემ და სოფიკო ბერიძემ შეიმუშავეს და განახორციელეს სოციალური პროექტი - ,,არა პოლიეთილენის პარკებს“. პროექტი მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას გარემოს დაბინძურებით გამოწვეულ პრობლემებსა და მოსწავლეების ჩართულობის გაზრდას პრობლემის გადასაჭრელად. სოციალური პროექტი სასწავლო კურსის - ,,პროექტების მართვის“ ფარგლებში შემუშავდა და სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას ემსახურებოდა.
უკან |