ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

2014 წლის 11 დეკემბერს ჩატარებული დეკანის არჩევნების შედეგები

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანად არჩეულია პროფესორი - ვლადიმერ  ღლონტი

ქ. ბათუმი, 11 დეკემბერი 2014 წელი


ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გამოცხადდა არჩევნები ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში (ოთახი №3) 2014 წლის 01 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, 10-დან 16 საათამდე, უქმე დღეების გარდა.

არჩევნები ჩატარდება 2014 წლის 11 დეკემბერს.

კანდიდატად დარეგისტრირება შეუძლია მხოლოდ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი

და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სამოქმედო გეგმა (კონცეფცია);

ე) 2 ცალი ფოტოსურათი, ზომით ¾-ზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა