
28 ოქტომბერს სტარტაპ პროექტ “Foodly“-ის დამფუძნებელი დავით გახოკია, რომელიც ბსუ-ს „ბიზნესის ადმინისტრირების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე სასწავლო წლის სტუდენტია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. მან სტუდენტებს სტარტაპ-იდეის შექმნის, გრანტის მიღების წესის, სირთულეების, მათი დაძლევის გზები და მეთოდები გააცნო. Gita-ს მიერ დაფინანსებული საკუთარი სტარტაპ პროექტ “Foodly“-ის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, კერძოდ ისაუბრა პროექტის შესახებ - იდეის წარმოშობიდან დაფინანსებამდე განვლილ ეტაპებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა და სტარტაპერმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
უკან |