ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2024 წლის კურსდამთავრებულთა  გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. მანტიებში გამოწყობილ კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ფაკულტეტის დეკანმა ნათია წიკლაშვილმა, ადმინსტრაციის ხელმძღვანელმა მერაბ დიასამიძემ, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ უჩა სურმანიძემ, რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა გია სურმანიძემ და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა სწავლის დასრულება მიულოცეს. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები 220-მა სტუდენტმა დაამთავრა. სწავლის პერიოდში გამორჩეული აკადემიური მოსწრებისა და ფაკულტეტის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის 35 სტუდენტი დაჯილდოვდა.

გამოშვება მუსიკალურად გააფორმა  ბსუ-ს ბენდმა „OFF SIDE".


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა