
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვროცლავის მერიტო უნივერსიტეტს შორის დადებული თანამშრომლობის ფარგლებში, ბსუ-ს ფინანსური მხარდაჭერით პოლონეთის მერიტო უნივერსიტეტის ბიზნესის კვირეულში მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ოთხმა და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ერთმა სტუდენტმა. კვირეულში მონაწილე 8 ქვეყნის 39 სტუდენტმა ჯგუფურ დისკუსიებსა და დებატებში ჩართვის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე მოამზადა დასკვნითი პროექტები. მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები (3 კრედიტი).
ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფს „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ხელმძღვანელობდა ამავე ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი თამარ ფოლადაშვილი.
უკან |