ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

სტუდენტთა და მოსწავლეთა ერთობლივი კონფერენცია „ქართული ბიზნესი - გამოწვევები და პერსპექტივები” გაიმართა

სურათი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური სტუდენტთა და მოსწავლეთა ერთობლივი კონფერენცია თემაზე: „ქართული ბიზნესი - გამოწვევები და პერსპექტივები”. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა ეკონომიკის და და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნათია წიკლაშვილმა.  კონფერენციაში მეორე წელია აქტიურად მონაწილეობენ ფაკულტეტის პირველკურსელები (ხელმძღვანელი ასისტენტ პროფესორი ლეილა ცეცხლაძე) და ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახეხელობის სკოლის X კლასის მოსწავლეები, რომლებიც სასწავლო გეგმის ფარგლებში სწავლობენ მეწარმეობას (ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ირინა თავაძე).

სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა მეწარმეობის სასწავლო კურსის ფარგლებში წარმოადგინეს აქტუალური და საინტერესო პრეზენტაციები, თემებზე:  საქართველოს ბუნებრივი რესურსები, როგორც წარმოების ფაქტორები;  გამოჩენილი ქართველი მეწარმე-ბიზნესმენები და  თანამედროვე ქართული ბიზნესი.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა