ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ შეხვედრა ბათუმის ტექნოპარკში

სურათი

ბათუმის ტექნოპარკში გამართულ USAID პროგრამის ,,ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების III კურსის სტუდენტებმა. სპიკერებმა ახალგაზრდებს გაუზიარეს გამოცდილება საქართველოში ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე. ღონისძიების ფარგლებში პროფესორმა ნანა დიხამიჯიამ ჩაატარა შეხვედრა თემაზე: ,,რატომ გვჭირდება ტექნოლოგიები ყველა პროფესიაში?!“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ მღებრიშვილმა  ვორკშოპი გამართა თემაზე: ,,AI პლათფორმის გამოყენება, მათი შედარება და გამოყენება სამუშაო პროცესში“.

საქართველოს გაეროს ასოციაციის განათლებისა და ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელმა მურო თაკალიზემ ახალგაზრდებს გაუზიარა ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე ტექნოლოგიური და მეწარმეობის ქვეკლუბების შექმნისა და სამომავლო მუშაობის კონცეფცია.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა