ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ბსუ-ში წიგნების „ლურჯი ეკონომიკა“ და „ციფრული ეკონომიკა“ პრეზენტაცია გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების, ნესტან ვარშანიძისა და  და გიორგი აბაშიძის წიგნების „ლურჯი ეკონომიკა“ და „ციფრული ეკონომიკა“ პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომები მომზადებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში. „ლურჯი ეკონომიკა“ ლურჯი ეკონომიკის კონცეფციასა და პრინციპებს. მასში განხილულია შავი ზღვის აუზის ქვეყნების თევზისა და ზღვის პროდუქტების ბაზრები, აღწერილია საქართველოს, კერძოდ, აჭარის რეგიონის ზღვის პროდუქტების ბაზარი და დახასიათებულია აკვაკულტურული მეურნეობები. ნაშრომში გამოყენებულია სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევები, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები, სტატიები, სამოქმედო გეგმები.

კვლევის ფარგლებში შესწავლილია აჭარის რეგიონში არსებული აკვაკულტურული მეურნეობების პრობლემები.  ნაშრომი განკუთვნილია ლურჯი ეკონომიკის მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებაში ჩართული პირებისათვის, აკადემიური საზოგადოებისათვის, სტუდენტებისთვისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

ნაშრომი მომზადებულია პროფესორ ნათელა წიკლაშვილის ხელმძღვანელობით.

„ციფრული ეკონომიკა“ - ბოლო 20 წლის განმავლობაში ციფრული ტექნოლოგიების აქტიურმა გამოყენებამ ეკონომიკის ყველა სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. ციფრულმა ტრანსფორმაციამ შეცვალა ბიზნეს მოდელები, ციფრული ტექნოლოგიები დაინერგა ეკონომიკის ყველა სექტორში და ციფრულ ცვლილებებთან ადაპტირება გახდა ინდივიდების, ფირმებისა და სახელმწიფოების კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი.

ნაშრომში განხილულია ციფრული ეკონომიკის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები, ციფრული ტრანსფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბებული ეკონომიკური მოდელები, ციფრულ ეკონომიკაში ღირებულების ფორმირების მექანიზმი და ციფრული ეკონომიკის განვითარების არსებული დონე. ასევე, შეფასებულია საქართველოში არსებული მდგომარეობა და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ნაშრომი განკუთვნილია ციფრული ეკონომიკით დაინტერესებული მკითხველისთვის, ლექტორ-მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და ციფრული ეკონომიკის მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებაში ჩართული პირებისთვის.

ნაშრომი მომზადებულია პროფესორ ბადრი გეჩბაიას ხელმძღვანელობით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა