23-29 ოქტომბერს Data Bootcamp-ში მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა თინათინ როდინაძემ. პრაქტიკული და თეორიული სწავლება ითვალისწინებდა მონაწილეების ბიზნეს იდეებისა და პროტოტიპების წარდგენას. Data Bootcamp-ის რჩეული გუნდის წევრი გახდა თინათინ როდინაძე, რომელიც დაჯილდოვდა 1000-ლარიანი ვაუჩერით. წარმატებული სტუდენტი ასევე 5 საუკეთესო მონაწილეთა შორის დასახელდა და სტაჟირებას გაივლის თიბისი ბანკის მონაცემთა მეცნიერების დეპარტამენტში.
7-დღიან ინტენსიურ სასწავლო კურსებზე მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა ხელოვნური ინტელექტის (AI), მანქანური სწავლების (ML) და კომპიუტერული ხედვის (CV) მიმართულებით.
Data Bootcamp-ი თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) ქლევერტონისა და ბათუმის ტექნოპარკის ორგანიზებით ჩატარდა.
უკან |