
ვროცლავის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი ბსუ-ს ეკონომიისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს სთავაზობს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას. საზაფხულო სკოლა 28 ივნისიდან 7 ივლისამდე გაიმართება ვროცლავში, პოლონეთში. საზაფხულო სკოლა მოიცავს 86 საკონტაქტო საათს ყოველდღიური შეხვედრების ფორმით, ლექციებს ვორქშოპებს, ბიზნეს სიმულაციურ თამაშებს და სხვა. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ 6 კრედიტი. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კულტურული და სოციალური აქტივობები.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ ბმული: https://summerschool.pl/
უკან |