ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში ჩატარდა კრაკოვის ეკონომიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, დოქტორი, აგნეშკა გლოდოვსკას საჯარო ლექცია. მოხსენება შეეხებოდა საერთაშორისო მეწარმეობას, სამეწარმეო ინტერნაციონალიზაციას, ფინანსური ბაზრების ანალიზს და რისკები საერთაშორისო ბიზნესში. მომხსენებელმა განიხილა მიმდინარე პერიოდის ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები და შეაფასა სამომავლო რისკები. საჯარო ლექციას ესწრებოდნენ ბსუ-ს აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, ფაკულტეტის წარმომადგენლები, სტუდენტები და საკითხით დაინტერესებული პირები.
უკან |