
თსუ-ს ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა იოსებ ხელაშვილმა საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე „ტურიზმის მდგრადი განვითარების გამოწვევები საქართველოში“. მომხსენებელმა ისაუბრა მდგრადი განვითარების საკითხების ძირითად პრინციპებზე; გლობალურ ტურისტულ ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების დივერსიფიკაციის სპეციალიზაციაზე; ინოვაციური ტექნოლოგიების პოპულარიზაციაზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე. ლექციას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ლექტორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საკითხით დაინტერესებული პირები.
ღონისძიება ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში გაიმართა.
უკან |