
ინოვაციური განათლების ცენტრის ორგანიზებით ონლაინ რეჟიმში სასერტიფიკატო ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ,,კვლევის სწორად დაგეგმვა, განხორციელება და შეფასების ვალიდური მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში". ტრენინგზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითები, როგორიცაა: როგორ უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს კვლევითი კომპონენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებლებებში; როგორ შეიმუშავოს კვლევის შეფასების სამიზნე ნიშნულები; როგორ უნდა განახორციელოს პერსონალის კვლევითი პოტენციალის შეფასების სისტემები; როგორ განხორციელდეს კვლევის კომერციალიზაციის პოტენციალის განვითარება უსდ-ებში.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოც. პროფესორმა ბადრი გეჩბაიამ, ასოც. პროფესორმა ირმა ჩხაიძემ და ასისტენტ-პროფესორმა ნინო მამულაძემ. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
უკან |