
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს კონკურსს ბაკალავრიატის III-IV კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. დაინტერესებულმა კანდიდატმა დავალების შესასრულებლად უნდა გამოაგზავნოს არჩეული თემის პირველადი წინადადება და აბსტრაქტი/რეზიუმე. ეროვნული ბანკის ინიციატივის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდა ეკონომისტების გამოვლენა და მხარდაჭერა.
დაინტერესებულ სტუდენტებს საკვლევი თემის შერჩევამდე შესაძლებლობა ექნებათ:
- კონსულტაცია გაიარონ ეროვნული ბანკის ექსპერტებთან;
- მათი დახმარებით მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საბაკალავრო/სამაგისტრო თემის მიზანი, ამოცანა, გადაჭრის გზები, მიიღონ და მოაგროვონ მონაცემები.
ნაშრომის გაგზავნის ვადები:
პირველადი წინადადება და აბსტრაქტი/რეზიუმე 2021 წლის 29 ნოემბრამდე.უნდა გამოიგზავნოს ელფოსტაზე - youngeconomists@nbg.gov.ge
ჯილდო:
- 3-თვიანი ანაზღაურებადი (1000 ლარი, დარიცხული) კვლევითი სტაჟირება.
- საბაკალავრო/სამაგისტრო თემის მიზანის, ამოცანის, გადაჭრის გზებისა და საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საშუალებით, შესაბამისი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.
- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად გაატარებენ ერთ სრულ სამუშაო დღეს, დაესწრებიან პრეზიდენტის ყველა საქმიან შეხვედრას და მონაწილეობას მიიღებენ ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში.
- ორივე გამარჯვებულის შესახებ ეროვნული ბანკი გადაიღებს ვიდეო-პროფილს, სადაც ისინი ისაუბრებენ თემის შესახებ.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
უკან |