
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ვლადიმერ ღლონტი და პროფესორ-მასწავლებლები პირველკურსელებს zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით შეხვდნენ. სტუდენტები შეხვედრაზე უმაღლესი სასწავლებლის მარეგულირებელ აქტებს, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და სტუდენტთა აკადემიური შეფასების წესებს, ელექტრონული სერვისებსა და ონლაინ სწავლების სისტემას გაეცნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.
უკან |