
საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის (GBDC) კავკასიას ბათუმის ოფისის წარმომადგენელმა სერგო ბარამიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პროექტი „აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის" წარუდგინა და მასში მონაწილეობის პირობები გააცნო. პროექტი „აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის" დაფინანსებულია ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ქედა ლიდერის ფარგლებში, რომელსაც ახორიელებს ENN-ი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.
პროგრამა ითვალისწინებს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების და სტუდენტების ჩართვას პროექტის ღონისძიებებში და არსებულ საგრანტო/თანადაფინანსების პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროექტი ასევე მიზანად ისახავს პროექტის სამიზნე ბენეფიციარებისთვის საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას, საგრანტო წინადადებების შემუშავებაში დახმარებას და გრანტების მოპოვებას ქედის მოსახლეობისთვის აგრობიზნესის დასაწყებად.
უკან |