
22-24 ნოემბერს, პარიზში სორბონას უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „მოწინავე კვლევები სოციალურ მეცნიერებებში“ მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ბადრი გეჩბაიამ და პროფესორმა გელა მამულაძემ. მკვლევარებმა კონფერენციაზე წარადგინეს პოსტერ-პრეზენტაცია. წარდგენილი პრეზენტაცია ეხებოდა ბსუ-ს მიზნობრივი სამეცნიერო საგრანტო პროექტის: „ქართული წარმოების ზოგიერთი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის კვლევა ადგილობრივ ბაზარზე“ კვლევის შედეგებს.
უკან |