
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი აბუსელიძემ მონაწილეობა მიიღო 22-23 აპრილს, საბერძნეთის რესპუბლიკაში, მაკედონიის უნივერსიტეტში გამართულ V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში: „გამოყენებითი თეორია, მაკრო და ემპირიული ფინანსები“. კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყვნენ ევროკავშირის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები. სამეცნიერო სესიაზე ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი აბუსელიძემ ნაშრომი წარადგინა თემაზე: „აშშ-თურქეთის კრიზისი და შავი ზღვის რეგიონი: ეკონომიკური გავლენის ანალიზი“. მოხსენების წარდგენის შემდეგ დაიგეგმა ერთობლივი კვლევების განხორციელება.
უკან |