
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს კოორდინატორმა გიგლა მიქაუტაძემ პროექტი „რეფორმეტრის“ წარუდგინა. ღონისძიების ფარგლებში თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა (ISET) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის კომუნიკაციების მენეჯერმა გურანდა დარჩიძემ ახალგაზრდებს ასევე ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობა გააცნო. პროექტი „რეფორმეტრი“ USAID G4G-ის მხარდაჭერით ხორციელდება და ამჟამად აფასებს ხუთ რეფორმას, კერძოდ: სოფლის მეურნეობის განვითარების, პროფესიული განათლების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის რეფორმას.
უკან |