
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სისტემური ტენდენციები: სტარტეგია, ინსტრუმენტარი, ეფექტიანობა“ ფარგლებში, პროფესორმა ვლადიმერ ღლონტმა მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო სემინარში თემაზე: „ეკონომიკური თეორიისა და პოლიტიკის განვითარება“. ღონისძიება 9-10 ივლისს ბუქარესტის ეკონომიკური კვლევების უნივერსიტეტში ჩატარდა და მიზნად ისახავდა ევროპული რეგიონალიზმის თეორიისა და პრაქტიკის აქტუალური საკითხების შესწავლას. პროფესორმა ვლადიმერ ღლონტმა სემინარზე სასტენდო მოხსენება: „რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირების შეფასება“ წარადგინა.
უკან |